ფეხბურთი

13:42 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „ლივერპულისა“ და „ვალენსიის“ მოლაპარაკება მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე თითქმის დასრულებულია”

ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ, საკუთარ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ თითქმის გადაწყვეტილ ტრანსფერზე დაწერა.

„ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება ფატობრივად დასრულებულია, მხოლოდ მცირე დეტალები დარჩა გასარკვევი, ფეხბურთელის ანაზღაურებისა და გარიგების სტრუქურის შესახებ.

ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევრო იქნება, მამარდაშვილის „ვალენსიაში“ მინიმუმ ერთლიანი იჯარის გათვალისწინებით.“ - წერს რომანო.

0.12383