ფეხბურთი

11:52 | 22.08.2024 | ნანახია NaN - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ და „ალ-ჰილალი“ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე 35 მილიონ ევროდ შეთანხმდნენ

„მანჩესტერ სიტიმ“ და საუდურმა „ალ-ჰილალმა“ 30 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს შესაძლო ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს - გვამცნობს City Report. სატრანსფერო კომპენსაციის ოდენობა 35 მილიონი ევროა.

გასული სეზონი ფეხბურთელმა იჯარით ესპანურ „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე 42 მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე კანსელუ ასევე იჯარით თამაშობდა მიუნხენის „ბაიერნში.“

ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლის აგვისტოში გადავიდა იტალიური „იუვენტუსიდან,“ სატრანსფერო კომპენსაციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა.

კანსელუმ პორტუგალიის ნაკრებში 58 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:59 | 13.09.2021
welder (1068)

ეს სეზონიც ითამაშოს არა ნაკლებ წინასი და უკვე კითხვის ნიშანიც აღარ იქნება კარგ ევროპულ გუნდში ხვიჩას გადასვლაზე. კონფერენს ლიგიდან რონ არ გავარდნილიყვნენ უკეთესი ტრამპლინი იქნებოდა. ასე რომ დიდი შრომა და წარმატებაც აღარ დააყოვნებს.

17:47 | 13.09.2021
giorealist (2121)

ვერ დარწმუნდნენ ევროპელები რომ ხვიჩა 20 მილიონი ღირს. ამიტომ, ამოცანა მარტივია: ახალ სეზონში თავი უნდა გაიგიჟოს და დაარწმუნოს.

0.078522