ჩინეთის თასის მეოთხედფინალში „შანდონ ტაიშანმა“ „ჰენან სონგშანი“ 3:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელის გადაცემით მე-14 წუთზე მარსელ სკალესემ გაიტანა, ხოლო 66-ე წუთზე ვაკომ გოლის გატანა თვითონაც მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.
„შანდონ ტაიშანი“ ამ მოგებით ჩინეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. ვაკო ყაზაიშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 23 მატჩი, 5 გოლი და 4 საგოლე პასია.