ფეხბურთი

14:14 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეში" ბუდუ ზივზივაძის მაისური გაყიდვებში მეორე ადგილზეა

გერმანული გამოცემა bnn.de იტყობინება, რომ „კარლსრუეს“ ფანებში ბუდუ ზივზივაძის მაისური გაყიდვებში მეორე ადგილზეა.

გულშემატკივრებში ყველაზე მოთხოვნადი გუნდის კაპიტნის და მე-10 ნომრის, მარვინ ვანიცეკის მაისურია, ხოლო ამის შემდეგ ბუდუს 11-ნომრიანი მაისური იყიდება. მესამე ადგილზე დავიდ ჰეროლდია, რომელიც 20 ნომრით თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სამ შეხვედრაში თავი 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.123392