სხვა

7:43 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) მიეკუთვნება ინფექციებს, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის საშუალებით. გადაცემა ხდება როგორც ვაგინალური, ასევე ანალური და ორალური გზით, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს. ხშირად ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დედიდან ნაყოფზე გადაცემა ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვების დროს.

რომელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება 30-ზე მეტი ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი. გამოირჩევა 8 ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება:

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები

სქესობრივად გზით გადამდები დაავადებები ხშირად შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მიუხედავად ამისა, სგგდ მაინც საზიანოა და გადაეცემა პარტნიორს დაუცველი სქესობრივი კონტაქტის საშუალებით. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ყველზე ხშირი და გამოხატული სიმპტომებია:

  • გამონადენი სასქესო ასოდან და საშოდან;
  • წყლულები ან მეჭეჭები სასქესო არეში;
  • ტკივილი და წვა მოშარდვის დროს;
  • ქავილი და სიწითლე სასქესო არეში;
  • ბუშტუკები ან წყლულები პირის ღრუში ან მის გარშემო;
  • სპეციფიკური, არასასიამოვნო ვაგინალური სუნი;
  • ანალური ქავილი, ტკივილი ან სისხლდენა;
  • იშვიათ შემთვევებში ტკივილი მუცლის არეში;
  • ცხელება.


როგორ
მიმდინარეობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებბის დიაგნოსტირება?

ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება დგინდება მიკროსკოპული გამოკვლევით. საშოდან, სასქესო ასოდან ან ანუსიდან აღებული ნაცხის საშულებით.

როგორ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებიბის მკურნალობა?

ბაქტერიული (გონორეა, ქლამიდია, სიფილისი) ან პარაზიტული (ტრიქომონიაზი) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევაში მკურნალობის პროცესი მოიცავს ანტიბიოტიკების ერთჯერად დოზას, არსებული სქემებით. ვირუსული სგგდ-ის მკურნალობა, გართულებები და შედეგები დამოკიდებულია კონკრეტულ ვირუსზე.

როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებიბისგან?

გაითვალისწინეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის გზებია:

  • ვაქცინაცია

ვაქცინები არის უსაფრთხო, ეფექტური და რეკომენდებული გზები B ჰეპატიტისა და HPV-ის პრევენციისთვის. ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია რეკომენდირებულია 9-13 წლის ასაკიდან 26 წლის ჩათვლით.

B ჰეპატიტის ვაქცინაცია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, თუ მანამდე არ ჩაუტარებია ადამიანს ვაქცინაცია ახალგაზრდა ასაკში.

  • კონდომის გამოყენება

მამაკაცის კონდომების სწორი და თანმიმდევრული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სგგდ-ით ინფიცირებას.

სქესობრივი გზით გადამდებ კონკრეტულ დაავადებებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „ავერსის კლინიკის“ ბლოგს.

®

0.119266