ფეხბურთი

10:44 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ნახევარმცველს "ნაპოლიში" გადასვლა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა „ნაპოლიში“ გადავიდეს.

27 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტესთვის პრიორიტეტული მოთხოვნაა და ნეაპოლში გადასვლა მაკტომინეისაც სურს. შესაბამისად, ახლა, მთავარი კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაა. ამ ეტაპზე ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.

სკოტ მაკტომინეის მხოლოდ „მანჩესტერში“ აქვს ნათამაშები, რომლის მაისურით დღემდე 254 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. შოტლანდიის ნაკრებში კი 52 შეხვედრაში თავი 9 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1126