ფეხბურთი

11:22 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" არგენტინელი ნახევარმცველის დამატებას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსს“ ფლორენციის „ფიორენტინადან“ არგენტინელი ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის შეძენა სურს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ფეხბურთელს „იუვესთან“ 5-წლიანი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს და სეზონში 3 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. ახლა კი, კლუბებს შორის საბოლოო შეხვედრა დაიგეგმა, სადაც ტრანსფერი უნდა დაიხუროს.

„ფიორენტინა“ 30 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, მაგრამ შესაძლოა გარიგება იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შედგეს. არ არის გამორიცხული, რომ ტურინელებმა ტრანსფერში ფილიპ კოსტიჩი ან არტური ჩართონ, რომელთა მიმართ ფლორენციელთა ინტერესი არსებობს. 26 წლის ფეხბურთელით „ატალანტაც“ დაინტერესებულია, მაგრამ ნიკოს „იუვენტუსში“ გადასვლა სურს.

ნიკო გონსალესმა კარიერა „არგენტინოს ხუნიორსში“ დაიწყო, შემდეგ „შტუტგარტში“ თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ფიორენტინას“ მაისურით 125 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში მას 39 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.120981