ფეხბურთი

19:51 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ფედერიკო კიეზას შეძენას განიხილავს

„ბარსელონას“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა დაუკავშირეს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

კიეზა „იუვეს“ ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და გუნდსაც ჩამოაშორეს. როგორც ცნობილი გახდა, ესპანური გრანდი მზადაა ტურინელებს 10 მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ „იუვენტუსი“ 15 მილიონს ითხოვს.

კიეზასთვის „ბარსელონა“ პრიორიტეტული ვარიანტია და ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს. „ბარსა“ გარემარბს ეძებს, რადგან ნიკო უილიამსის ტრანსფერი ვერ განახორციელა. კიეზას გარდა, მათ სიაში კინგსლი კომანი და რაფაელ ლეაუც არიან, მაგრამ ისინი კიეზაზე გაცილებით ძვირი დაუჯდებათ.

ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსში“ 2020 წლიდან 131 შეხვედრაში 32 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ტიაგო მოტას პროექტში არ განიხილება და კლუბი მის გაყიდვას ცდილობს.

0.126804