ფეხბურთი

19:20 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: "რთულია ჯგუფია საქართველოსთან, ჩეხეთთან და უკრაინასთან"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ერთა ლიგის ჯგუფზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, B დივიზიონში ალბანეთის ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრებია.

როგორც ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული ჯგუფის მიუხედავად, ყველა მატჩში მოსაგებად ითამაშებენ.

„მუნდიალზე გასვლა ოცნება, სურვილი და მიზანია. თუმცა, მანამდე გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი, როგორიც ერთა ლიგაა. მთავარი მიზანი გუნდის გაუმჯობესება და ახალი მოთამაშეების პოვნაა. ეს არის ეროვნული ნაკრები და კარი ყველასთვის ღიაა. თუ იქნება ფეხბურთელი, რომელიც დაგვეხმარება, გამოვიძახებთ. ერთა ლიგა რთულია და რთული ჯგუფი გვაქვს უკრაინასთან, საქართველოსთან და ჩეხეთთან, მაგრამ ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის. ადვილი არ იქნება, თუმცა ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გავალთ“, - აღნიშნა სილვინიომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ალბანეთს სტუმრად 10 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს ბათუმში უმასპინძლებს. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდი პირველ ტურში 7 სექტემბერს ჩეხეთს დაუპირისპირდება.

0.115909