ფეხბურთი

18:42 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეორე ტურში თამაშს?

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონიასთან“ თამაშს მოახერხებს. ამის შესახებ ნეაპოლური გამოცემები იტყობინებიან.

ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონასთან“ შეხვედრაში თავის არეში დარტყმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, რის შემდგომაც 4 საათი ჰოსპიტალშიც გაატარა. თუმცა, საგანგაშო არაფერია, მომდევნო ტურში ის დიდი ალბათობით მოედანზე გავა.

Tuttonapoli-ის ცნობით, ვერონადან კვარა ნეაპოლში არ დაბრუნებულა, არამედ მილანიდან საქართველოში გამოფრინდა, რადგან თავისი პირველი შვილის დაბადებას უნდა დაესწროს. კვარა ორი დღე დაისვენებს, შემდეგ კი, გუნდს დაუბრუნდება და ვარჯიშს განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.

0.120011