ფეხბურთი

17:46 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ვიმედოვნებ, რომ ჩაკვეტაძე ამ ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთხელ შეაქო და აღნიშნა, რომ მისი თამაშის ყურება სიამოვნებას ანიჭებს.

„გიორგი აბრეშუმივით ფეხბურთელია. სივრცეების ათვისების უნარი, ინტელექტი და საოცარი ტექნიკა აქვს, როგორც მწვრთნელისთვის, ჩემთვის სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება. ის კარგ ფორმაშია, ფანტასტიკური პროფესიონალია და ამიტომ ველოდები, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩება ამ ფორმაში“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში თითო გოლის და საგოლე პასის მითვლა მოახერხა.

„უოტფორდი“ უახლოეს შეხვედრას 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „დერბი ქაუნთისთან“ ჩაატარებს.

0.111671