ფეხბურთი

13:39 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „ჯეიმი ვარდი „ლესტერის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია“

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ახლა კი ტელევიზიის საფეხბურთო ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ „ლესტერის“ თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლესტერელთაგან ერთადერთი გოლი ვარდიმ გაიტანა.

„ვფიქრობ, ვარდი „ლესტერის“ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.

„ტოტენჰემი“? ისინი ძალიან ბევრს აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ ყოველთვის არის განცდა, რომ მათ შეუძლიათ იმედი გაგიცრუონ და გოლი გაუშვან“, - ციტირებს კარაგერის სიტყვებს BBC.

ეს მატჩი „მელიებისთვის“ პირველი იყო ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნების შემდეგ. გასული სეზონი კლუბმა ჩემპიონშიფში გაატარა.

მე-2 ტურში, 24 აგვისტოს, „ლესტერი“ სტუმრად „ფულემს“ დაუპირისპირდება.

0.11262