იტალიური „ატალანტას“ თავდამსხმელი ადემოლა ლუკმანი შესაძლოა ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდეს - წერს ჟურნალისტი ნიკოლა სკირა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, ნიგერიელი ფორვარდი პარიზელებთან ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა, წელიწადში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. აღსანიშნავია, რომ ლუკმენი „ატალანტაში“ 1,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობა იტალიური კლუბისთვის პირველ სატრანსფერო წინადადებას ამზადებს.
26 წლის თავდამსხმელი „ატალანტაში“ 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ლუკმანმა ბერგამოული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტუენირზე 79 მატჩში მიიღო მონაწოლეობა, 32 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2023/24 წლების ევროპა ლიგის გათამაშების ფინალში მან სამი ბურთი გაუტანა ლევერკუზენის „ბაიერს“ („ატალანტამ“ ის შეხვედრა 3:0 მოიგო) და პირველი აფრიკელი გახდა, ვისაც ევროტურნირის გადამწყვეტ მატჩში ჰეთ-თრიქი შეუსრულებია.
მანამდე ლუკმანი „ჩარლტონში,“ „ევერტონში,“ „ლესტერში,“ „ფულემსა“ და „ლაიპციგში“ თამაშობდა.