ესპანური პრიმერას პირველ ტურში მადრიდის „რეალი" სტუმრად „მალიორკას" დაუზავდა (1:1).
ამრიგად, მადრიდელებს პრიმერაში ზედიზედ 33 მატჩია არ წაუგიათ (24 მოგება და 9 ფრე). კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია გააგრძელა. წინა 30 თამაშის განმავლობაში გაგრძელდა - 1988 წლის მაისიდან 1989 წლის აპრილამდე (21 მოგება და 9 ფრე).
მომდევნო მატჩს „რეალი" 25 აგვისტოს „ვალიადოლიდთან" გამართავს.