ფეხბურთი

10:26 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა

„ჩელსი" და „ნაპოლი" ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე კვლავ ვერ თანხმდებიან, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბენ ჯეიკობი.

წყაროს ცნობით, ლონდონელები უარს ამბობენ ნეაპოლიტანელთა შეთავაზებაზე - ფეხბურთელის იჯარით აყვანის და სავალდებულო 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესახებ. „ჩელსის“ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენის ტრანსფერით „ჩელსი“ დაინტერესდა და მზად იყო, ნიგერიელი თავდამსხმელის შეძენის გარიგებაში ლუკაკუც ჩაერთო. თუმცა, კლუბები ვერ შეთანხმდნენ სატრანსფერო თანხაზე, რომელიც თან ახლავს ამ გაცვლას.

გასულ სეზონში ლუკაკუ იჯარით თამაშობდა „რომაში.“ მან კლუბის შემადგენლობაში 47 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110619