ფეხბურთი

2:00 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულსა" და "ვალენსიას" შორის ცივი ომია

ესპანური გაზეთი Marca „ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებების შესახებ წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, მხარეებს შორის „ცივი ომიც“ კია, რადგან „ლივერპულს“ არ სურს 40 მილიონი ევროს გადახდა, ხოლო „ვალენსიას“ ამ ფასზე ნაკლებად გაყიდვა.

"მამარდაშვილის საქმე ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. სულ რაღაც 10 დღეში მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რადგან შეთავაზება არასდროს ყოფილა საკმარისი. სიმართლე ისაა, რომ „ლივერპული“ ძალიან ახლოსაა „ვალენსიას“ მოთხოვნილ ფასთან, მაგრამ თუ ეს არ იქნება 40 მილიონი ევრო, შეთანხმებაც არ შედგება.

პიტერ ლიმმა აირჩია მილან-იუნუსის ოპერაციის სტრატეგია და ფიქრობს, რომ მისმა პოზიციამ შეიძლება ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოს. თუმცა, „ლივერპული“ „მილანი“ არაა და მხარეებს შორის უკვე ერთგვარი „ცივი ომია“. ინგლისელები 40 მილიონი ევროს გადახდას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. საბოლოო ნაბიჯის არგადადგმა იმაზე მიანიშნებს, რომ მათ არ სურთ პიტერ ლიმის მოთხოვნის დაკმაყოფილება”, - წერს ესპანური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და დღემდე ამ გუნდის მაისურით 101 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113549