ფეხბურთი

1:38 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" "ვილიარეალთან" მარცხს გადაურჩა (+VIDEO)

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და დაუზავდა. ოთხი გოლი გავიდა, ოთხივე პირველ ტაიმში.

„ვილიარეალი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა ორჯერვე სწრაფად გაათანაბრა. ანგარიში არნო დანჯუმამ გახსნა, რასაც მარკოს ლორენტემ ორ წუთში უპასუხა. შემდეგ იყო კოკეს ავტოგოლი, რომელიც უკვე ალექსანდერ სორლოთმა გაქვითა, რომელმაც „ატლეტიკოში“ სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა, თანაც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

„ატლეტიკო“ მეორე ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს, ხოლო „ვილიარეალი“ „სევილიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

თეგებიატლეტიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111268