ფეხბურთი

1:00 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის მორიგი გოლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)
ქართველი ფორვარდი ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირია

ბოსნიის ჩემპიონატის მესამე ტურში „სარაევომ“ „გაბელა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, შეუცვლელად ითამაშა და თავის გამოჩენა პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხა, როცა იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა.

გულიაშვილს სამ ტურში 4 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. მან ერთი გოლი მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.

„სარაევო“ 9 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 24 აგვისტოს, „ჟრინსკის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.991293