ფეხბურთი

22:15 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "სამტრედიას" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტური თბილისის „იბერიას“ და „სამტრედიას“ მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

„სამტრედია“ 26-ე წუთზე დანიელ ოვუსუს გოლით დაწინაურდა, რასაც ათიოდე წუთში იური ტაბატაძემ უპასუხა. ლევან კორღალიძის გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირაკლი სიხარულიძის მიერ გატანილი გოლით მოახერხა წინ გასვლა, ხოლო 99-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა მესამედ დალაშქრა სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

„იბერია“ 36 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 11 ქულით მეათე საფეხურზეა და წინ „გაგრასთან“ მატჩი ელოდება.

0.110844