ფეხბურთი

21:43 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრები შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის: სიაში ლუკა მოდრიჩიცაა

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადშია ლუკა მოდრიჩიც, რომელიც ასაკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ჯერ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი, დომინიკ კოტარსკი, ნედილიკო ლაბროვიჩი

მცველები: იოშკო გვარდიოლი, დუჟე კალეტა-ცარი, ბორნა სოსა, იოსიპ სტანიშიჩი, იოსიპ შუტალო, მარინ პონგრაჩიჩი, მარტინ ერლიჩი

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მარიო პასალიჩი, ლოვრო მაიერი, ლუკა ივანუშეც, ლუკა შუჩიჩი, კრისტიან იაკიჩი, მარტინ ბატურინა, პეტარ შუჩიჩი

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი, ანდრეი კრამარიჩი, ბრუნო პეტკოვიჩი, ანტე ბუდიმირი, იგორ მატანოვიჩი

ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგაზე 5 სექტემბერს, პორტუგალიას შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს, პოლონეთს დაუპირისპირდება.

0.116982