ფეხბურთი

22:52 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა ილქაი გიუნდოგანი გაყიდოს

„ბარსელონა“ მზადაა ილქაი გიუნდოგანი გუნდიდან გაუშვას. ესპანური მედიის ცნობით, ესპანელები მოისმენენ შეთავაზებებს და ეცდებიან მისთვის კლუბი იპოვონ.

გიუნდოგანი არ შედის „ბარსას“ ახალი პროექტის გეგმებში. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, მისი წასვლა გადაწყვეტილი არაა.

ილქაი გიუნდოგანი „ბარსელონას“ შარშან შეუერთდა და 51 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტის“ და „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114894