ფეხბურთი

21:10 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ სექტემბრის მატჩებისთვის, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართება, შემადგენლობა დაასახელა.

არგენტინის ნაკრებში რამდენიმე ახალი სახეა - მატიას სულე, ტატი კასტელანოსი, ვალენტინ კარბონი და დიეგო სიმეონეს შვილი, ჯულიანო სიმეონე. გამოძახებული არ არის ლიონელ მესი, რომელმაც კოპა ამერიკაზე ტრავმა მიიღო და სკალონიმ მისი დატვირთვისგან ამჯერად თავი შეიკავა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ვალტერ ბენიტესი (პსვ), ხერონიმო რული (მარსელი), ხუან მუსო (ატალანტა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)

მცველები: გონსალო მონტიელი (სევილია), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ხერმან პეცელა (რივერ პლეიტი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), ვალენტინ ბარკო (ბრაიტონი)

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (რომა), გვიდო როდრიგესი (ვესტ ჰემი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), ენცო ფერნანდესი (ლივერპული), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი), ეზეკიელ ფერნანდესი (ალ ქადსია), ნიკო გონსალესი (ფიორენტინა), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი), მატიას სულე (რომა)

თავდამსხმელები: ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო), ვალენტინ კარბონი (მარსელი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ტატი კასტელანოსი (ლაციო)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 6 სექტემბერს ჩილეს უმასპინძლებს, ხოლო 11 სექტემბერს, კოლუმბიას ესტუმრება. „ალბისელესტე“ კონმებოლის შესარჩევს 15 ქულით ლიდერობს.

0.119545