ფეხბურთი

23:30 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველი დაიმატა

„ლესტერ სიტიმ“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ოლივერ სკიპი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მან „მელიებთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერი „ლესტერს“ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

გასულ სეზონში ოლივერ სკიპმა „ტოტენჰემში“ 24 მატჩი ჩაატარა და თავი გოლით ან საგოლე პასით არ გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112132