ფეხბურთი

17:15 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მატს ჰუმელსი დაუკავშირეს

ვეტერანი გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი „ნაპოლის“ დაუკავშირეს. მას შემდეგ, რაც ჰუმელსმა „დორტმუნდი“ დატოვა, უგუნდოდაა.

ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ ჰუმელსის გაფორმების იდეა გაჩნდა, რადგან „ნაპოლის“ დაცვის ხაზში პრობლემები აშკარაა. გერმანელით „ტორინოც“ ინტერესდება, ასე რომ, კონკურენცია არსებობს. აღსანიშნავია, რომ მატსს „ბოლონიაც“ იწვევდა, მაგრამ იტალიურ კლუბთან მან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

„ნაპოლიში“ ჰუმელსის შესაძლო ტრანსფერზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გერმანელი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102494