ფეხბურთი

16:38 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლას უახლოვდება

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ „ნაპოლიში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„რომელუ ლუკაკუ და „ნაპოლი“ უახლოვდებიან. ოფიციალური შეთავაზება მაგიდაზეა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ახლა საკვანძო ეტაპზეა, ხოლო „ჩელსის“ გადაწყვეტილება ნათელია: ლუკაკუ და ოსიმენი განცალკევებული თემებია. კლუბი სრულად კონცენტრირებულია ლუკაკუს გაყიდვაზე და შემდეგ ოსიმენზე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - წერს რომანო.

ამავდროულად იტალიური Sky Sport-ი იტყობინება, რომ ლუკაკუ „ნაპოლი“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს სურვილია რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. ამავდროულად ოსიმენი „ნაპოლიში“ ჯერჯერობით რჩება, მაგრამ არ თამაშობს. კონტემ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვები მას კი არა, კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაუსვან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111329