„ლიონის“ ფეხბურთელმა საიდ ბენრაჰმამ „რენთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა.
როგორც ბენრაჰმამ აღნიშნა, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება და მიქაუტაძე გოლებს აუცილებლად გაიტანს.
„პენალტს ყველა აფუჭებს, ეს არის ფეხბურთი. მიქაუტაძე პროფესიონალია და თავს მაღლა ასწვეს. ის გაიტანს გოლებს, ამის დრო მოვა, ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი იყო“, - თქვა ბენრაჰმამ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ მეორე ტურში 24 აგვისტოს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.