ფეხბურთი

14:57 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მეკარე: "კვარაცხელია მეორე თავდამსხმელი არ არის"

ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ ლუკა მარკეჯანიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ არის მეორე თავდამსხმელი და უჭირს ამ პოზიციაზე თამაში.

„ნაპოლის“ თვისებები ალბათ განსხავებულია კონტეს იმ გუნდებისგან, რაც ჩვენ გვახსოვს. მას ფიზიკურად ორი ძლიერი თავდამსხმელი სურს, კვარას უჭირს ფორვარდთან წყვილში თამაში და მეორე თავდამსხმელის როლის შესრულება, რადგან ის არ არის მეორე თავდამსხმელი. ორი ლატერალიც არ არიან იდეალურები, მიუხედავად იმისა, რომ სპინაცოლა გუნდში მან მოიყვანა“, - თქვა მარკეჯანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 25 აგვისტოს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116493