ფეხბურთი

10:27 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიერ საჟი: "გაცუდებულმა პენალტმა ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „რენთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გაცუდებულმა პენალტმა გუნდზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა.

„გარდამტეხ მომენტებში ცუდად ვითამაშეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ანგარიში ზედმეტად მძიმეა. პენალტის გაცუდებამ ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. პირველი ორი გოლი შეცდომების შედეგად გავუშვით, მეორე ტაიმში გვინდოდა მეტოქეზე წნეხი გაგვეგრძელებინა, მაგრამ აგრესია გვაკლდა.

ფეხბურთელებს არასოდეს მივატოვებ, არასოდეს ვაგრძნობინებ მათ პასუხისმგებლობას გაშვებული გოლის გამო. მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ საკვანძო მომენტებმა მატჩი მეტოქის სასარგებლოდ დაასრულეს“, - თქვა საჟმა.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ მეორე ტურში 24 აგვისტოს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.

0.117339