ფეხბურთი

23:40 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანების პირველი დიაგნოზი ცნობილია

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანების პირველი დიაგნოზი ცნობილია.

როგორც ნეაპოლური მედია წერს, „ვერონასთან“ შეხვედრაში კვარა მხოლოდ თავბრუსხვევის გამო არ შეუცვლიათ, არამედ მას კუნთების დაჭიმულობაც აღენიშნებოდა.

ჯერჯერობით, „ნაპოლის“ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, მაგრამ Sky Sport-ის ცნობით, საგანგაშო არაფერია და საქმე სერიოზულ დაზიანებასთან არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს შეცვლა მოითხოვა. თავიდან იყო ვარაუდი, რომ მას თავზე ჰქონდა დაზიანება, მაგრამ როგორც ჩანს, კუნთების პრობლემაც შეექმნა. „ნაპოლი“ „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა და სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.

0.114623