ფეხბურთი

18:15 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" კანსელუს შეძენას ისევ ცდილობს

კატალონიური „ბარსელონა“ კვლავ დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ჟოაუ კანსელუს შეძენით და მის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს სთავაზობს. ამის შესახებ Manchester Evening News იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან გაყიდონ 30 წლის პორტუგალიელი, თუ კატალონიური კლუბი 25 მილიონი ევროს შეთავაზებას გააკეთებს.

ხაზგასმულია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ კანსელუ იტალიურ კლუბებს შესთავაზა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

გასულ სეზონში ჟოაო კანსელომ "ბარსელონას" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.128364