ფეხბურთი

15:51 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" 20 მილიონად სერბ ნახევარმცველს დაიმატებს

ბერგამოს „ატალანტა“ „უდინეზედან“ ლაზარ სამარჯიჩს დაიმატებს. შეთანხმება მიღწეულია და 22 წლის სერბი შემტევი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სამარჯიჩის სანაცვლოდ უდინელები 20 მილიონ ევროს მიიღებენ, ფეხბურთელი კი, „ატალანტასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლაზარ სამარჯიჩის კარიერა „ჰერტაში“ დაიწყო, შემდეგ „ლაიფციგში“ ითამაშა, ხოლო 2021 წლიდან „უდინეზეს“ რიგებში 98 შეხვედრაში თავი 13 გოლით გამოიჩინა.

0.119568