ბელგიის ნაკრების მცველი არტურ ტეატე ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბელგიელი გერმანულ გუნდს ერთწლიანი იჯარით ფრანგული „რენიდან“ შეუერთდა.
ტეატემ „რენში“ ბოლო ორ სეზონში 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ოსტენდეს“ და „ბოლონიას“ ღირსებას იცავდა.