ფეხბურთი

12:00 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარცხის გამო რონალდუ თანაგუნდელებს გაუბრაზდა

საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ ჰილალმა“ „ალ-ნასრი“ 4:1 დაამარცხა, რამაც კრიშტიანუ რონალდუ გააბრაზა.

„ალ-ნასრმა“ ტაიმი პორტუგალიელის გოლით 1:0 მოიგო, მაგრამ 55-ე წუთიდან 72-ე წუთამდე 4 გოლი გაუშვა და უშანსოდ დამარცხდა. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს როგორ გაუწყრა რონალდუ თანაგუნდელებს მოედანზე.

კრიშტიანუს ჟესტები ნათლად მიანიშნებდა მისი თანაგუნდელების მიმართ უკმაყოფილებას, როცა „ალ-ნასრი“ გოლებს უშვებდა.

ეს 39 წლის ფეხბურთელისთვის მორიგი იმედგამაცრუებელი მარცხი გამოდგა, რადგან იმედოვნებოდა, რომ სეზონს ტიტულით დაიწყებდა, მით უფრო, რომ საუდის არაბეთში მისი გადასვლის შემდეგ „ალ ჰილალი“ აშკარა დომინანტია.

0.116117