ფეხბურთი

1:05 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის დებიუტი ლიგა 1-ში და გაუქმებული საგოლე პასი "მონაკოსთან"

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა. „სენტ ეტიენის“ ქართველმა შემტევმა „მონაკოსთან“ შეუცვლელად ითამაშა.

„მწვანეები“ დამარცხდნენ, 28-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაიტანა ერთადერთი გოლი და "მონაკოს" 1:0 მოაგებინა. თუმცა, ზურიკო თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, საგოლე პასიც გააკეთა, რომელიც შემდეგ გაუქმდა.

72-ე წუთზე დავითაშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ იბრაჰიმ სისოკომ აღადგინა წონასწორობა. თავიდან გოლი ჩაითვალა კიდეც, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების მერე აღმოჩნდა, რომ შეტევის დასაწყისში ოფსაიდი იყო (არა დავითაშვილზე, არამედ მის თანაგუნდელზე). ეს, როგორც ვთქვით, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მოხდა, მანამდეც გააკეთა ზურიკომ საგოლე პასი, 31-ე წუთზე, მაგრამ იბრაჰიმ კონატე, რომელმაც გოლი გაიტანა, თამაშგარეში იყო, რომელიც მაშინვე დაფიქსირდა.

„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში 24 აგვისტოს, „ლე ავრს“ უმასპინძლებს.

0.116743