სხვა

21:31 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ვაჟ და ქალ ფრენბურთელთა ნაკრებების წარუმატებელი სტარტი ევროშესარჩევში

საქართველოს ქალ და ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებებმა ევროპის 2026 წლის ჩემპონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყეს.

ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:3 დამარცხდა. სამწუხაროდ, არც ერთ სეტში ბრძოლა არ ყოფილა, მეტოქემ ძალიან ადვილად მოიგო - 25:12, 25:14, 25:18. საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 29 აგვისტოს, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ქალთა ნაკრებიც 0:3 დამარცხდა პორტუგალიის წინააღმდეგ, თუმცა, სეტებში უფრო მეტი ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს - 23:25, 18:25, 21:25. ქართველი გოგონები 28 აგვისტოს, მეორე ტურის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115737