ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ „სტოკ სიტი“ დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა, გიორგი ჩაკვეტაძე კი, ამჯერად საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი შემტევი 73-ე წუთზე დუბლის შესრულებაში ედო კაიემბეს დაეხმარა, რომელმაც ანგარიში 3:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ ჩაკვე თავისი გუნდის პირველ საგოლე შეტევაშიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე კაიემბეს გოლით დასრულდა. ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს და მოედანი ფანების აპლოდისმენტების ფონზე დატოვა.
გიორგიმ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო: ორ ტურში გოლი და საგოლე პასია მის ანგარიშზე.
„უოტფორდს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, „დერბი ქაუნთისთან“ შინ ჩაატარებს.