ფეხბურთი

17:24 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" პრემიერლიგა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

„ლივერპულმა“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და არნე სლოტის დებიუტიც წარმატებული გამოვიდა.

პრემიერლიგის პირველ ტურში „წითლები“ „იფსვიჩ თაუნს“ ესტუმრნენ, რომელიც თავის მხრივ 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა პრემიერლიგას და მრისხანე მეტოქეს კონკურენცია მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია.

მეორე ნახევარში „ლივერპულმა“ 5-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და სამი ქულა მშვიდად მოიპოვა. ანგარიში დიოგო ჟოტამ გახსნა, ხოლო მეორე ბურთი მოჰამედ სალაჰის აქტივშია - 0:2.

„ლივერპული“ მეორე ტურში 25 აგვისტოს, „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს, ხოლო „იფსვიჩი“ „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად შეხვდება.

0.114925