ფეხბურთი

16:25 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ნაპოლი" ტოტალური რეკონსტრუქციის ფაზაშია"
"ველოდი, რომ უკეთესი სიტუაცია დამხვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, კლუბი რეკონსტრუქციის ფაზაშია და რთულ სეზონს ელოდება.

„თვეზე მეტია ვმუშაობთ, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც გუნდთან ერთად ვაკეთებ, ბიჭებს მუშაობა და განვითარება სურთ. ეს მეხმარება და ენთუზიაზმს მაძლევს. რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, ძალიან რთულია, შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის დაბლოკილია, რთული სიტუაციაა, სხვა ვერაფერს ვიტყვი.

„ნაპოლისთვის“ კრიტიკული მონეტია, პრეზიდენტს ვეთანხმები, გუნდი რეკონსტრუქციის ფაზაშია, ტოტალური რეკონსტრუქციაა საჭირო. როდესაც 10-12 ფეხბურთელს კლუბი ბაზარზე აყენებს, ეს ნიშნავს, რომ რეკონსტრუქციაა და ამას მოთმინება სჭირდება. ველოდი, რომ უკეთესი სიტუაცია დამხვდებოდა, მეგონა, რომ პოზიტიური რაღაცებს აღმოვაჩენდი, მაგრამ პოვნა გამიჭირდა. ტანჯვის სეზონი იქნება, თუმცა ჩვენ ერთად ვართ.

მსგავსება 2011 წლის „იუვენტუსთან“? მსგავსება არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ „ნაპოლიმ“ შარშან სკუდეტო მოიგო, რაც ხალხს თვალებში ნაცარს აყრის, ფაქტები და რეალობა სულ სხვაა: ვისურვებდი, რომ 2011 წლის „იუვენტუსთან“ მსგავსება ყოფილიყო, მაგრამ ასე არაა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

0.111633