„ლიონის“ ფეხბურთელმა კორენტინ ტოლისომ „რენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა:
„გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. შესანიშნავი ტექნიკა აქვს, ბურთით ძალიან კარგად თამაშობს და ჩვენს სათამაშო სტილს შეესაბამება, კარგი პასების გაკეთებაც შეუძლია და შეტევების დასრულებაც“, - თქვა ტოლისომ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. ფრანგული მედიის ვარაუდით, ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.