ფეხბურთი

14:14 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ 19 წლის ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ იყიდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რენიდან“ 19 წლის ფეხბურთელი დეზირ დუე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პარიზელებმა „რენს“ 50 მილიონი ევრო გადაუხადეს და ნიჭიერ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

დუე „რენის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან სულ ახლახან პარიზის ოლიმპიადაზე ითამაშა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112964