ფეხბურთი

12:49 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილი: "კარგად დავიწყეთ, მაგრამ სეზონი გრძელია"

რუმინული „კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთში სადებიუტო გოლი შემდეგ, რომელიც „გლორიას“ გაუტანა, კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, გოლით და პირველ რიგში, გამარჯვებით. მიხარია გუნდის და გულშემატკივრების გამო. კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 6 ტური გავიდა, სეზონი გრძელია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უნდა ვიყოთ უკეთესები და უკეთესები. დღევანდელივით თუ ვითამაშებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ გუნდს აქვს ხარისხი. წარმატება მოვა, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა მექვაბიშვილმა.

„კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ 14 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 აგვისტოს, ბუქარესტის „დინამოს“ სტუმრად შეხვდება.

0.116217