ფეხბურთი

11:10 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" სენეგალელი ფორვარდი დაიმატა

რომის „ლაციომ“ ჩირო იმობილეს შემცვლელი იპოვა და „სალერნიტანადან“ ბულაიე დია დაიმატა.

სენეგალელმა ფორვარდმა „ლაციოსთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „სალერნიტანამ“ 13 მილიონი ევრო მიიღო.

ბულაიე დია „სალერნიტანაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 52 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვილიარეალის“ და „რეიმსის“ ღირსებას იცავდა.

0.119985