„პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის პირველივე მატჩში გონსალო რამოში დაუშვდა. „ლე ავრთან“ შეხვედრაში პორტუგალიელი შესაცვლელი მე-15 წუთზე გახდა.
როგორც პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, სავარაუდოდ, დაზიანება სერიოზულია. „მე ექიმი არ ვარ, მაგრამ პირველადი შთაბეჭდილებით ტრავმა საკმაოდ სერიოზული უნდა იყოს“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
აღსანიშნავია, რომ რამოშის ტრავმის შემდეგ კვლავ გააქტიურდა საუბარი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე, რომელიც შესაძლოა პსჟ-ს ისევ დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლე ავრი“ 4:1 დაამარცხა და ლიგა 1-ის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.