ფეხბურთი

2:10 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გერმანიის თასის 1/16-ფინალში გავიდა (+VIDEO)

გერმანიის თასის 1/32-ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „ულმს“ დაუპირისპირდა, რომლის სძლევა არ გასჭირვებია - 4:0.

მატჩის სტარტზევე, საწყის 14 წუთში თომას მიულერმა დუბლი შეასრულა, ხოლო შეხვედრის მიწურულს კინგსლი კომანმა და ჰარი კეინმა სხვაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს.

ამრიგად, „ბაიერნმა“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგა სტარტს მომდევნო უიქ-ენდზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115705