ფეხბურთი

1:37 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-2025 წლების სეზონი „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებით დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად „ლე ავრს“ 4:1 აჯობა.

თუმცა, მატჩი დაძაბული იყო, ანგარიში სულაც არ ასახავს თამაშის მიმდინარეობას. მესამე წუთზე პარიზელები კან-ინ ლის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში გოტიე ლორისმა უპასუხა. სულ მალე „ლე ავრმა“ მეორეც გაიტანა, მაგრამ ხელით თამაშის გამო გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა.

85-ე წუთზე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პსჟ-ს მოგება გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვით, 4:1 გაიმარჯვა.

თუმცა, ბოლო წუთებში უსმან დემბელემ, ბრედლი ბარკოლამ და რანდალ კოლო მუანიმ სამჯერ გაიტანეს.

ლიგა 1-ის მეორე ტურში პსჟ 23 აგვისტოს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლე ავრი“ 24 აგვისტოს, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენს“ ესტუმრება.

თეგებიპსჟლიგა 1
0.145056