ფეხბურთი

1:04 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილის სადებიუტო გოლი რუმინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

რუმინეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ „გლორია ბუზაუ“ 5:1 გაანადგურა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

მექვაბიშვილი 73-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დარტყმა მოახერხა. ეს მისი სადებიუტო გოლია რუმინულ კარიერაში. აღსანიშნავია, რომ გოლი VAR-ზე შეამოწმებს, მაგრამ საბოლოოდ ჩათვალეს. ქართველი ფეხბურთელი 78-ე წუთზე შეცვალეს.

„კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ 14 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 აგვისტოს, ბუქარესტის „დინამოს“ სტუმრად შეხვდება.

0.129224