ფეხბურთი

22:20 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მარესკა: "ჩემს განკარგულებაში 28 ფეხბურთელია, 17 ფეხბურთელი ბაზარზე დავაყენეთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ პრემიერლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მის განკარგულებაში მხოლოდ 28 ფეხბურთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჩელსის“ 17 ფეხბურთელი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული...

„მე არ ვსაუბრობ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე, ამ შემთხვევაში „ნაპოლის“ (ოსიმენი) და „ატლეტიკოს“ (ჟოაო ფელიქსი). კლუბმა იცის ჩემი მოსაზრება, იმედი მაქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალ ფეხბურთელებს დავიმატებთ. 45 ფეხბურთელი გვყავს? ამდენი ფეხბურთელი გუნდში კარგი არ არის, მაგრამ დღეიდან ჩემთან ერთად 28 ფეხბურთელი ინქება, დანარჩენები შემადგენლობის მიღმა არიან, თუმცა, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამ ბიჭებისთვის გამოსავალი უნდა ეძებოს, ამაზე ხელმძღანელობა მუშაობს“, - თქვა მარესკამ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერლიგის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

0.12019