ლევერკუზენის „ბაიერმა“ რობერტ ანდრიხთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც „ფარმაცევტების“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელი „ლევერკუზენში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.
რობერტ ანდრიხმა თავი გასულ სეზონში განსაკუთრებით გამოიჩინა და 45 მატჩში 6 გოლთან ერთად 5 საგოლე პასით გამოირჩა.
მან გერმანიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.