ფეხბურთი

21:30 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ქენან ილდიზს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და 10-ნომრიანი მაისური გადასცა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ქენან ილდიზმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურდა.

ილდიზი „იუვენტუსში“ 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება. 19 წლის თურქმა, რომელიც გასულ სეზონში 15 ნომერი იყო, 10-ნომრიანი მაისური მოირგო, ასე რომ, ამ პრესტიჟული ნომრით ითამაშებს, რაც დიდი ნდობაა.

ქენან ილდიზმა გასულ სეზონში „იუვენტუსში“ 32 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.113467