ფეხბურთი

20:25 | 16.08.2024 | ნანახია 581 - ჯერ

"სიტიმ" კალვინ ფილიპსი "იფსვიჩში" გაანათხოვრა

„მანჩესტერ სიტიმ“ კალვინ ფილიპსი „იფსვიჩ თაუნში“ გაანათხოვრა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი ნახევარმცველი პრემიერლიგის ახალწვეულ კლუბში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კალვინ ფილიპმა გასული სეზონის პირველ ნახევარში „მანჩესტერ სიტიში“ მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორე ნახევარი „ვესტ ჰემში“ გაატარა, სადაც ასევე ვერ მოიკიდა ფეხი (10 მატჩი) და კლუბი დატოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065697
581